28.დეკემბერი .2022 15:15

თეთრი ტაქსები ავტობუსის ზოლში გადასვლას და გაჩერებას შეძლებენ - კალაძე

თეთრი ტაქსები ავტობუსის ზოლში გადასვლას და გაჩერებას შეძლებენ - კალაძე
views 746
უკან

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ განაცხადა, რომ მომავალში თეთრი, A კატეგორიის ტაქსები ავტობუსის ზოლში გადასვლას და მგზავრების აყვანა-ჩამოსვლას შეძლებენ.

რეგულაციის მიღების ზუსტი ვადები კალაძეს არ განუსაზღვრავს, თუმცა დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილება სატრანსპორტო რეფორმის III ეტაპისთვისაა დაგეგმილი.

„შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ ჩვენი რეფორმის III ეტაპზე A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის შესაძლებელი იქნება საავტობუსო ზოლებში გადასვლა, გაჩერება და მგზავრების აყვანა-ჩამოსმა. ჩვენ მათ ამის შესაძლებლობას მივცემთ“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა