26.აპრილი .2020 15:33

თეთრიწყაროს ადმინისტრაციული ცენტრი ჩაიკეტა

views 390
უკან

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი ჩაიკეტა. აღნიშნულის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მიღებული გადაწყვეტილება თეთრიწყაროში გამოვლენილ დადასტურებულ შემთხვევებს უკავშირდება.

შოთა რეხვიაშვილის თქმით,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, კერძოდ ქალაქ თეთრიწყაროში კარანტინი გამოცხადდა და 4 ბლოკ-პოსტის მეშვეობით გაკონტროლდება შესვლა და გამოსვლა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ით ინფიცირების 19 ფაქტია დადასტურებული, აქედან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს ცენტრში, დანარჩენი ერთეული შემთხვევებია სამ სოფელში, თუმცა ამ სოფლების ჩაკეტვის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.

,,საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თეთრიწყაროს საავადმყოფფოში დადასტურდა ექთნის ინფიცირების ფაქტი, გუშინ ძალიან მასშტაბური და ინტენსიური ღნისძიებები გატარდა, გაძლიერებული შემადგენლობით იყო მუნიციპალიტეტში ჩასული ეპიდემიოლოგების ჯგუფი, აიღეს საკვლევი მასალა მედპერსონალიდან და იმ დადგენილი კონტაქტებიდან, რომლებიც ჩვენთან ერთად ერთობლივი ძალისხმევით იქნა გამოკვეთილი ამ შედეგებიდან გამომდინარე დღეს 24 საათის განმავლობაში თეთრიწყაროში სრულად დადასტურებულია 19 ფაქტი, მე არ მაქვს ინფორმაცია, რამდენია აქედან სამედიცინო პერსონალი და რამდენი ოჯახის წევრი ამას მოგვიანებით გავარკვევ, ვიცი, რომ თეთრიწყაროს ადმინისტრაციულ ცენტრში არის 12 დადასურებული შემთხვევა და ჩვენ იძულებული გავხდით მიგვეღო გადამჭრელი ზომები და დავიწყეთ თეთრიწყაროს ადმინისტრაციული ცენტრის ჩაკეტვა, დაახლოებით 4 ბლოკ-პოსტი იქნება განთავსებული და მიდის ეს სამუშაოები აქვე გეტყვით, რომ მთლიანად მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილში, წინწყაროში და გორთეთში არის ერთეული შემთხვევები და ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ გადავკეტოთ მთლიანად სოფლები, აქ თვითიზოლაციითა და მკაცრი კარანტინით მივიღებთ ყველა ზომას, რომ დაავადების შემდგომი გავრცელება თავიდან ავირიდოთ“,- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, თეთიწყაროს საავადმყოფო დაკეტილია.გუბერნატორის განცხადებითვე, არ დასტურდება თეთრიწყაროს საავდმყოფოს ექთნის კონტაქტი ბოლნისთან, აქ ინფიცირების წყარო ჯერ-ჯერობით უცნობია.

,,არ დასტურდება ინფიცირებული ექთნის კონტაქტი ბოლნისთან, ექთნის დაინფიცირების წყარო ჯერ-ჯერობით ბუნდოვანი და გაურკვეველია, ამდენად კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან აუცილებელია მოსახლეობა იყოს ადეკვატური და შეზღუდოს გადაადგილება, დაიცვან სოციალური დისტანცირება და დარჩნენ სახლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრიდან სოფლებთან კავშირი იქნება შეზღუდული, დანარჩენ მუნიციპალიტეტებთან ისედაც მიღებული ზომებით შეზღუდულია და ბოლნისთან, მარნეულთან შეწყვეტილია კავშირი, ქალაქები ჩაკეტილია, რჩება დმანისი-წალკა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივია დაწესებული შეზღუდვიდან გამომდინარე ვერ გადდადგილდება თეთრიწყაროს მიმართულებით”, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.


ipn.ge


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა