მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართება

5d7d0ed76eb8a
BM.GE
14.09.19 19:30
860
ხვალ ქალაქი თეთრიწყარო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველ ფორუმს უმასპინძლებს.

ერთი დღის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ქვემო-ქართლის მუნიციპალური თვითმმართველობების, საზოგადოებრივი გაერთიანება "საყდრისის კომიტეტის" და კომპანია "არემჯის" მიერ ორგანიზებული კომპლექსური ღონისძიება დამსწრე საზოგადოებას კულტურული მემკვიდრეობის ყველა მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მთავარ გამოწვევებს გააცნობს.