მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრმა სახლმა აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციის გაიდლაინები დაბლოკა

5f7c27cba5cce
ნათია თაქთაქიშვილი
06.10.20 19:13
783
თეთრმა სახლმა აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციის (FDA) გაიდლაინები დაბლოკა. თეთრი სახლის ადმინისტრაციის აზრით, აღნიშნული პოტენციური კორონავირუსის ვაქცინის დამტკიცებას აჭიანურებს. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Time-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, თეთრ სახლს პროტესტი FDA-ის მკაცრ მითითებებთან დაკავშირებით, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც საშიშროება გაჩნდა, რომ კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის დამტკიცება არჩევნებამდე ვერ მოხერხდება.

როგორც გამოცემა წერს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ მედიკამენტის ავტორიზაცია წინასაარჩევნოდ მოხერხდებოდა და ვაქცინა მზად 3 ნოემბრისთვის იქნებოდა.

პოტენციური ვაქცინის საკითხი უკვე ერთ თვეზე მეტია დაპირისპირების საგნად გადაიქცა თეთრ სახლსა და FDA-ის შორის.

აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი და ქვეყნის ინფექციურ და ალერგიულ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი თეთრი სახლის მიერ გაიდლაინების დაბლოკვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ FDA „დიდი ყუარდებით ადგენს გაიდალინებს“ და მათი მთავარი მიზანია, დარწმუნდნენ ნებისმიერი პოტენციური ვაქცინის უსაფრთხოებაში.

„FDA-ის არასდროს უთქვამს, რომ ვაქცინების სამუშაო პროცესის შენელებას გეგმავს; მთვარი მიზანია, კარგად გაკეთდეს ის, რასაც ვაკეთებთ“, - განაცხადა ფაუჩიმ.

ფაუჩის განცხადებითვე, მიუხედავად იმისა, რომ FDA-ის გაიდლაინები განახლების პროცესშია, ეს არ შეაფერხებს Covid-19 ვაქცინის გადაუდებელ ავტორიზაციას თუ ამის საჭიროება დადგება.

AP-ის ინფორმაციით, მხოლოდ ერთმა სამედიცინო კომპანიამ Pfizer-მა განაცხადა, რომ მას შეეძლო პოტენციური ვაქცინა 3 ნოემბრამდე წარედგინა.