მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს

610949a74488d
BM.GE
03.08.21 18:10
452
დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიულ საცხოვრებელ სახლს ამაგრებს, რომელშიც 56 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს.

პროექტით გათვალისწინებულია შენობის საძირკველის გამაგრება, ფანჯრებისა და კარის ღიობების ლითონის ელემენტებით მოჩარჩოება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილების აღდგენა, ბზარების დამუშავდება და სპეციალური მასალით შევსება.

ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

მამუკა ვეკუას განცხადებით, შენობა დიდი ხნის განმავლობაში ავარიულად ითვლებოდა, პროექტის დასრულების შემდეგ კი მის მობინადრეებს უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი გარემო ექნებათ.
პროექტს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „ბილდინგი“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 331 345 ლარია გამოყოფილი.