მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თევზი კი არ უნდა მისცე ადამიანს, არამედ-ანკესი - "ტერა ბილდინგი" ანტიკრიზისულ გეგმაზე

5ebfe8e18f8a7
თელარა გელანტია
16.05.20 19:30
1478
"თევზი კი არ უნდა მისცე ადამიანს, არამედ - ანკესი“, - აცხადებს სამშენებლო კომპანია „ტერა ბილდინგის“ დამფუძნებელი ლელა მაზანაშვილი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შეფასებისას და მას სოციალურ დახმარებას უწოდებს.

მაზანაშვილს მიაჩნია, რომ სჯობდა, მთავრობას ერთჯერადი დახმარებების გაცემის სანაცვლოდ, თანხები ბიზნესისკენ მიემართა, რითაც კერძო სექტორი სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეძლებდა.

ამასთან, სამშენებლო ბიზნესის საჭიროებებზე საუბრისას ლელა მაზანაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია, უფრო მეტი კომუნიკაცია კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის; ასევე, მისი თქმით, აუცლებელია, მთავრობის მხრიდან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, წინაღმდეგ შემთხვევაში, „სამშენებლო სექტორი ვერ გადარჩება”.

“დღეს სამშენებლო სექტორს ყველაზე მეტად სჭირდება საგადასახადო შეღავათები, რას ვგულისხმობ - აი, მაგალითად, საპენსიო შენატანები, უნდა შეჩერდეს ცოტა ხნით. ბიუროკრატია უნდა შემცირდეს, ძალიან სწრაფად უნდა ხდებოდეს ყველანაირი რეფორმების გატარება. აუცლებლად უნდა ითანამშრომლოს სამშენებლო სექტორმა და სახელმწიფომ ერთმანეთთან თუ გვინდა, რომ ეს სექტორი საერთოდ არ განადგურდეს. ასევე, ხელი უნდა შეეწყოს კერძო ინვესტიციებს, ადგილობრივ ინვესტიციებს, რადგან ამან შეიძლება ახლა გამოწივიოს სამშენებლო სექტორის გადარჩენა. ძალიან კარგია დახმარება, როცა სახლში ზის ადამიანი და მიუტან მას რაღაც თანხას ან გადაუხდი კომუნალურებს, მაგრამ ასე ხომ არ ვიჯდებით სახლში და პატარ-პატარა ხელფასებით ხომ არ ვიცხოვრებთ ან მთავრობის დახმარებაზე ხომ არ ვიქნებით?! ამიტომ არის, რომ თევზი კი არ უნდა მისცე ადამიანს, არამედ - ანკესი” - აცხადებს კომპანია “ტერაბილდინგის” დამფუძნებელი.