01.დეკემბერი .2022 12:41

თევზის გადამმუშავებელი კომპანია "უმალი" გაიყიდა

თევზის გადამმუშავებელი კომპანია "უმალი" გაიყიდა
views 5952
უკან

საქართველოში პირველი ქართული თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამმუშავებელი კომპანია "უმალი’’ გაიყიდა. პროდუქციის წარმოება დროებით შეჩერებულია, თუმცა მისი იგივე ბრენდით აღდგენა 25 დეკემბრიდან იგეგმება. აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის დირექტორმა დიტო წვერავამ BM.GE-სთან საუბრისას დაადასტურა.

იმის შესახებ, თუ ვინ და როდის შეიძინა კომპანია "უმალი", დირექტორი არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ დეტალები დაახლოებით ერთ კვირაში ცნობილი გახდება.

"კომპანია გაიყიდა, პროდუქციის წარმოება დროებით შეწყვეტილია, თუმცა მისი აღდგენა და პოზიციონირების იგივე ბრენდით გაგრძელება 25 დეკემბრიდან იგეგმება. ჯერჯერობით იმაზე საუბარი, თუ ვინ და როდის შეიძინა კომპანია, არ შემიძლია, თუმცა, დაახლოებით ერთ კვირაში დეტალები ცნობილი გახდება", - განაცხადა დიტო წვერავამ.

ინფორმაციისთვის, "უმალის" საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს. ის 80-მდე ადგილობრივს ასაქმებდა. BM.GE-ს კითხვაზე - გაყიდვის შემდეგ იგეგმება თუ არა კადრების რეორგანიზაცია, დიტო წვერავა პასუხობს, რომ მენეჯმენტში ცვლილებები იქნება, თუმცა დანარჩენი დასაქმებულები მუშაობას უცვლელად გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "უმალი" 2017 წელს ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შეიქმნა და ის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი თევზის საწარმოა, რომელიც წლიურად 150 ტონა თევზს გადაამუშავებდა, რაც საქართველოში არსებული თევზის წარმოების 70%-ს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა