მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბულგარეთში რუსული LPG-ის ექსპორტი ქართული პორტებით მოხდება - Reuters

62ce715e18ef7
BM.GE
13.07.22 11:40
940
Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინაზე გამავალი საექსპორტო მარშრუტების დახურვის გამო, რუსული კომპანიები ბულგარეთის ბაზარს გათხევადებულ ბუნებრივ აირს (LPG) საქართველოს გავლით მიაწვდიან. გამოცემის თანახმად, ფოთის პორტიდან ბულგარეთის მიმართულებით გადაზიდვები ივლისიდან დაიწყება. თავად LPG-ის მიწოდება სანქცირებულ საქმიანობას არ წარმოადგენს.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ნავთობის საინფორმაციო-ანალიტიკურ პლატფორმა Refinitiv Eikon-ზე გამოქვეყნდა.

Reuters-ის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყებამდე, რუმინეთი, უნგრეთი და მოლდოვა ამ ტვირთებს რკინიგზის მეშვეობით იღებდა. ომის შემდეგ კი ეს გადაზიდვები შეჩერდა.

Refinitiv Eikon-ის მონაცემებით, ივლისში, დაახლოებით, 3000 ტონა LPG-ს რუსეთის ქალაქ სურგუტიდან საქართველოში ჩაიტანენ და რკინიგზით გადაზიდავენ ფოთის პორტში, საიდანაც ბორნით წაიღებენ ბულგარეთის ქალაქ ვარნაში. სურგუტიდან ამ საწვავის მიმწოდებლები არიან "გაზპრომი" და "სურგუტნეფტეგაზი".

Reuters-ი ტრეიდერების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ბულგარეთი თვეში მოიხმარს, დაახლოებით, 30 000-35 000 ტონას, საიდანაც თავად აწარმოებს დაახლოებით 10 000 ტონას, დანარჩენს კი, რუმინეთისა და რუსეთისგან ყიდულობს.

Reuters-ის თანახმად, ევროკავშირის ბაზარზე რუსული LPG-ის საქართველოს გავლით მიწოდება დაახლოებით 50%-ით უფრო ძვირია, ვიდრე პირდაპირი სარკინიგზო გადაზიდვები.