მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნაბიჯები, რომლებიც გადადგმულია ეკონომიკაში, ადეკვატურია“ - არჩილ კონცელიძე მთავრობას აფასებს

6021419037844
ვიქტორია მღებრიშვილი
08.02.21 22:37
1281
„ვითიბი ბანკის“ პრეზიდენტი არჩილ კონცელიძე მთავრობის მიერ კრიზისის მართვას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლების ქმედებები ადეკვატურია.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, მსგავსი კრიზისი მსოფლიოს არ ახსოვს, რაც შეფასებების გაკეთებას ართულებს.

„კარგი, ცუდი ყველაფერი შედარებითი და სუბიექტურია. ამიტომ ძალიან მიჭირს მთავრობის კრიზისის მართვის სტრატეგიის შეფასება, იმიტომ რომ ასეთი კრიზისი მსოფლიოს არ უნახავს. მეზობლებიდან, ქვეყნიდან, ეკონომიკიდან გამომდინარე ის ნაბიჯები, რომლებიც გადადგმულია ეკონომიკაში, ვფიქრობ, ადეკვატურია“, - განაცხადა კონცელიძემ.

ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრის მთავარი თემა პანდემიური მდგომარეობიდან გამოსვლა იყო.

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან შეხვედრის შემდეგ არჩილ კონცელიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კითხვები ბიზნესსაც ჰქონდა.

„ძირითადად საუბარი პანდემიიდან გამოსვლის საკითხებზე იყო, რა გაკეთდება. დაახლოებით 15 კითხვა ბიზნესმა დასვა. გვაინტერესებდა პანდემიის და შეზღუდვების მოხსნის პრინციპები და როდის დაიწყება ეკონომიკის სრული გახსნა. გვიპასუხეს, რომ დაავადების რაოდენობასთანაა მიბმული და რომ შეზღუდვების მოხსნას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ვითიბი ბანკის პრეზიდენტმა.