2005 წელს დაარსების შემდეგ ჟურნალი „ამერიკული ინტერესი“ შეერთებული შტატების შიდა და საგარეო პოლიტიკის, კულტურისა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესახებ სანდო და კვალიფიციური ინფორმაციის წამყვან წყაროდ ჩამოყალიბდა. ჟურნალის ძირითადი იდეა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკითხველისთვის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესების სიღრმისეული გაგების საშუალების მიცემა იყო. „ამერიკული ინტერესის“ დამაარსებლის, პროფესორ ფრენსის ფუკუიამას სიტყვებით, ჟურნალის მისია „ამერიკის
მსოფლიოსთვის, ხოლო ამერიკელებისთვის მსოფლიოს ახსნაა“.
გამოცემის სარედაქციო საბჭოში შედიან და ჟურნალში სტატიებს აქვეყნებენ სტენფორდის, ჰარვარდის, იელის და მსოფლიოს სხვა წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები, ამერიკის საგარეო პოლიტიკის პროფესიონალები და გამოცდილი დიპლომატები, ნობელიანტი მეცნიერები და მწერლები. მათ შორის: ფრენსის ფუკუიამა, ენ ეპლბაუმი, ელიოტ კოენი, მარიო ვარგას ლიოსა, რობერტ ფრანკი, ბერნარ ანრი-ლევი, ჯეფრი
გედმინი, ჩარლზ დევიდსონი, დევიდ კრამერი და სხვები.
2020 წლის დასაწყისში „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) მიერ ჟურნალის გამომცემლებთან მიღწეულ იქნა შეთანხმება „ამერიკული ინტერესის“ ქართულენოვანი ლიცენზირებული გამოცემის შესახებ. ეს ჟურნალის პირველი უცხოურენოვანი გამოცემა იქნება.
ქართული ბეჭდვითი მედიის სფეროში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ჟურნალის გამოცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სანდო და მრავალფეროვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის. შეერთებულ შტატებში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესების შესახებ პირველწყაროს გამოცემა მნიშვნელოვანია ქართულ მედია სივრცეში დეზინფორმაციის გაუვნებელყოფის კუთხითაც.
ქართულენოვანი გამოცემა, ამერიკული მსგავსად, ორ თვეში ერთხელ გამოიცემა. საწყის ეტაპზე ჟურნალში ამერიკული გამოცემის მასალა დაიბეჭდება, თუმცა იგეგმება ქართული გამოცემისთვის ექსკლუზიური მასალის შექმნა და დამატება. EPRC ბაზაზე შეიქმნა გამოცდილი მთარგმნელების, რედაქტორებისა და დიზაინერების გუნდი, რომლის მიზანი ქართულენოვანი გამოცემის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა.
ქართული გამოცემის ტირაჟი 3,000 ეგზემპლარია და ამერიკული გამოცემის იდენტური ფორმატისა და ხარისხის დაცვით იბეჭდება. ჟურნალის ხელმისწვდომობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით იგეგმება ქართული გამოცემის უნივერსიტეტებისთვის, სკოლებისთვის, საჯარო და კერძო ბიბლიოთეკებისთვის, წიგნის მაღაზიებისა და მედიათეკებისთვის უსასყიდლოდ
გადაცემა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რეგიონებს.
დაგეგმილია ჟურნალის პრომოციისა და გავრცელების საქმეში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა. „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ღონისძიებების, მათ შორის ყოველწლიური სტენფორდის ლიდერთა განვითარების აკადემიის (Leadership Academy for Development/LAD) და თბილისის საერთაშორისო კონფერენციის, მონაწილეები ჩაერთვებიან რეგიონებსა და ქალაქებში ჟურნალის გამოცემის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ