მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

The Beatles-ის სიმღერის ხელნაწერი ტექსტი $195 ათასად იყიდება

5e1c1d3788453
ნათია თაქთაქიშვილი
13.01.20 16:30
1048
The Beatles-ის ცნობილი სიმღერის „While My Guitar Gently Weeps“ ხელნაწერი ტექსტი 195 ათას დოლარად იყიდება. „While My Guitar Gently Weeps“ ლეგენდარული ჯგუფის მეცხრე ალბომში „The White Album“ შედის. აღნიშნულის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტექსტი ხმის ჩამწერი სტუდიის ფურცლის უკანა მხარეზე ჯორჯ ჰარისონმა და რინგო სტარმა დაწერეს.

ალბომი „The White Album“1968 წელს გამოვიდა. სიმღერა ჰარისონმა ინდოეთში მოგზაურობის შემდეგ დაწერა. კომპოზიციის ჩაწერაში ცნობილი გიტარისტი ერიკ კლეპტონიც მონაწილეობდა.