06.დეკემბერი .2019 17:50

The Bitfury Group-ი Exonum-ის გამოსვლის შესახებ აცხადებს

views 446
უკან

Blockchain ტექნოლოგიის სრული მომსახურების წამყვანმა კომპანიამ, The Bitfury Group-მა ახლახანს გამოუშვა Exonum - ეს არის საწარმოებისათვის განკუთვნილი Blockchain-ის ჩარჩო. აღნიშნული ჩარჩო კორპორაციებს დაეხმარება ეფექტურად შექმნან საკუთარი პირადი Blockchain პროექტები.

Bitfury-იმ პროგრამული უზრუნველყოფის Exonum-ის პლატფრომაზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო, აღნიშნული პროგრმის იდეა Bitcoin- ის უდანახრჯო წარმოებაში მდგომარეობს. Bitfury– ის აპარატურულმა და პროგრამულმა გადაწყვეტილებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია ინვესტორებში. პარიზში დაფუძნებულმა ვენჩურულმა კომპანიამ Korelya Capital-მა $80 მილიონის ინვესტირება მოახდინა საწყის ეტაპზე, ხოლო მოგვიანებით თანხა $ 170 მილიონამდე გაიზარდა.

Bitfury–ის პრესრელიზში ნათქვამია, რომ Exonum-ის პლატფორმას შეუძლია 5000-მდე ტრანზაქციის განხორციელება დაახლოებით ერთ წამში.

”ბლოკჩეინი შეუდარებელია ოპერაციების გამარტივებაში, მაგრამ მისი მთავარი უპირატესობა გამჭვირვალეობა და უსაფრთხოებაა,” - თქვა Bitfury– ს გენერალურმა დირექტორმა ვალერი ვავილოვმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა