მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფინანსების არარსებობის გამო სპირტის ძირითად მწარმოებლებთან კონკურენციაში ვერ შევდივართ" - გომი

5f26c4c38bbcb
BM.GE
02.08.20 21:05
1449
ფინანსური რესურსის არქონის გამო ვერ შევდივართ კონკურენციაში სპირტის ძირითად მწარმოებლებთან”- ამის შესახებ bm.ge-ის კომპანია “გომის” დაგეგმარების ხელმძღვანელმა ზაზა თაბარგარმა განუცხადა. როგორც თაბაგარი ამბობს, სპირტის წარმოების კუთხით დღეს რთულია ფასთან მიმართებით კონკურენცია მსოფლიოს მსხვილ მწარმოებლებთან, რადგან კომპანიებს არ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსი, შესაბამისად, სტაბილური ფასების შეთავაზებას ბაზრისთვის ვერ ახერხებენ.

“ თუ გინდა ძალიან კონკურენტუნარიანი იყო სპირტის ბაზარზე და მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირებდე სტაბილურად, უნდა გქონდეს ისეთი დიდი ფინანსური შესაძლებლობები, რომ როდესაც შემოსავალი შემოდის, ერთ თვეში, თვე ნახევარში მოახერხო მარაგების შექმნა, რომელიც მერე მთელი წელი შეგიძლია გამოიყენო. ამას დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება, რომლის ძალაც ჩვენ ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია, ამიტომ რაც შეგვიძლია იმას ვყიდულობთ და მერე მოთხოვნის მიხედვით ვყიდულობთ ცოტ-ცოტას, რომელიც უკვე გაძვირებულია, რაც სტაბილური ფასების შენარჩუნებაში ხელს გვიშლის და ვერ შევდივართ კონკურენციაში ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის უკრაინა, რუსეთი... ვგულისხმობ სპირტის ძირითად მწარმოებლებს”-ამბობს ზაზა თაბაგარი.