03.მაისი .2020 19:21

The Economist -ი მწეველებში COVID-19-ით ინფიცირების დაბალ მაჩვენებელზე წერს

views 419
უკან

ბრიტანული The Economist-ის ინფორმაციით, ფრანგი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მწეველ ადამიანებს კორონავირუსის გადადების ნაკლები შანსი აქვთ. სწორედ ამიტომ, სორბონის უნივერსიტეტისა და პასტერის ინსტიტიუტის მკვლევართა გუნდი პაციენტებზე ნიკოტინის პლასტირების გამოცდას გეგმავს, რისთვისაც მათ სახელმწიფოსგან შესაბამისი ნებართვა უკვე მიღებული აქვთ.

The Economist-ის სტატია:

“საფრანგეთის მოსახლეობის მეოთხედი მწეველია. ბევრისთვის გასაკვირი იყო, როდესაც მკვლევარებმა აპრილის ბოლოს წარადგინეს ანგარიში, რომ პარიზის Pitié-Salpêtrière-ის საავადმყოფოში ჩატარებული გამოკითხვისის შედეგად აღმოჩნდა, რომ COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მხოლოდ 5% იყო მწეველი. აშშ-ში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების თანაფარდობები განსხვავებული იყო, თუმცა ინფიცირებული მწეველების რაოდენობა ფარდობითად ბევრად უფრო მცირე იყო, ვიდრე ამ ქვეყნებში თამბაქოს მომხმარებელთა პროცენტული მაჩვენებელი. ფრანგული კვლევის ავტორებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ შესაძლოა SARS-COV-2-ით ინფიცირებული ადამიანები, რომლებიც თამბაქოს მომხმარებლები არიან ავადობის ნაკლები სიმძიმით გამოირჩევიან.

თამბაქოს მომხმარებლები რა თქმა უნდა არ არიან დაცულები კორონავირუსით ინფიცირებისგან. თუმცა, რაზეც შესაძლოა აღნიშნული მაჩვენებლები მიანიშნებდეს, არის ის, რომ მწეველების ნაწილს ინფიცირების მიუხედავად, ჰოსპიტალიზება არ სჭირდებოდეთ. სავარაუდოდ, ნივთიერება, რომელსაც შესაძლოა რაიმე ეფექტი ჰქონდეს ვირუსის განვითარებაზე, შეიძლება იყოს ნიკოტინი.

პარიზის საავადმყოფოში ჩატარებული კვლევის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი არ უჭერენ მხარს მოსახლეობაში თამბაქოს პროპაგანდას და მათი თეზისი მიზნად არ ისახავს მწეველთა რაოდენობის ზრდის ხელშეწყობას. ეს მიდგომა ნათლად ჩანს სამეცნიერო გუნდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელშიც ისინი Covid 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად არა სიგარეტის, არამედ ნიკოტინის თვისებებს ასახელებენ.

საფრანგეთში აღნიშნული ჰიპოთეზის გადასამოწმებლად კვლევა ჩატარდება. მას Pitié-Salpêtrière-ის საავადმყოფოში ჩატარებული კვლევის ავტორები და სორბონის უნივერსიტეტისა და პასტერის ინსტიტუტის მკვლევრები უხელმძღვანელებენ.

კვლევის ფარგლებში ნიკოტინის შემცველი პლასტირები გაუკეთდებათ COVID-19-ით ინფიცირებულ პირებს, ასევე ინფიცირების რისკ-ჯგუფში შემავალ მედიკოსებს და ჩვეულებრივ მოქალაქეებს. იმის დასადგენად, მართლაც აქვს თუ არა ნიკოტინს რაიმე ეფექტი, ანალოგიური დაკვირვება პლაცებოზეც ჩატარდება,”- ნათქვამია სტატიაში.

The Economist-ის ინფორმაციით, კვლევა მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დაიწყება.