მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა 3 ქართულ კომპანიას სანქციები დაადო, მიზეზი ირანის შეიარაღებასთან და ჩინურ ბიოტექნოლოგიურ ფირმებთან კავშირია

61bb5c9fa1a1a
BM.GE
16.12.21 19:37
3341
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს ჩინეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები დააწესა. საუბარია ჩინურ ბიოტექნოლოგიურ და IT კომპანიებზე, რომლებიც ჩინეთსა და ჩინეთს გარეთ საქმიანობენ. ასევე სანქცირებული კომპანიების ნაწილი დაკავშირებული იყო ირანისთვის სამხედრო დანიშნულების ტექნოლოგიების მიწოდებასთან.  მათ შორის სანქციები შეეხო საქართველოში დაფუძნებულ სამ იურიდიულ პირს, რომლებიც ჩინური კომპანიების შვილობილებს და მათთან აფილირებულ პირებს წარმოადგენენ.

სანქცირებულთა შორის საქართველოში მოქმედი კომპანიები არიან:

Gensis Engineering;
● ROV Solutions - დაფუძნებულია 2012 წელს; 100%-იანი წილი ეკუთვნის ფიზიკურ პირს ლევან კოტიაშვილს, დირექტორია ირაკლი კოტიაშვილი. კომპანიის ამონაწერი რეესტრიდან.
● SAEROS Safety ERO Company - შპს საფეტი ე.რ.ო. კომპანი - დაფუძნებულია 2013 წლის ნოემბერში; 100%-იანი წილი ეკუთვნის ნინო ჯულაყიძეს, დირექტორია ირაკლი კოტიაშვილი. კომპანიის ამონაწერი რეესტრიდან.

საქართველოს გარდა, სანქცირებულთა შორის მოხვდნენ მალაიზიასა და თურქეთში დაფუძნებული ფირმებიც.

"სამეცნიერო მიღწევები ბიოტექნოლოგიებსა და სამედიცინო სფეროში განუზომლად მნიშვნელოვანია და მას ადამიანების გადარჩენა შეუძლია. თუმცა, სამწუხაროდ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ირჩევს, რომ ეს ტექნოლოგიები საკუთარი მოქალაქეების კონტროლის და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დევნისთვის გამოიყენოს", - განაცხადა აშშ-ის კომერციის მდივანმა (ეკონომიკის მინისტრმა) ჯინა რაიმონდომ. სია სწორედ აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის ინდუსტრიისა და უსაფრთხოების განყოფილებამ შეიმუშავა.