მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24 ოქტომბერს მხოლოდ 1 877 ადამიანი აიცრა

617668bf59589
მარიამ ვარადაშვილი
25.10.21 12:30
593
საქართველოში ბოლო 24 საათში 1877 ადამიანი აიცრა. 25 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში სრულად აცრილი მილიონი ადამიანიც არ არის.

ორი დოზით აცრილია 925 169 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32.4%-ია. ჯამში, ჩატარებულია 1 950 693 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 024 769 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.1%-ს შეადგენს.

მთავრობის გეგმით წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. ეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არცერთი ჯგუფისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო არ არის. გუშინ, 24 ოქტომბერს, პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს.

"მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მოქალაქეებს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩამომეტანა მილიონობით ვაქცინა ქვეყანაში. ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ და ჩვენ უნდა დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ მოქალქეები, რომ ეს არის უალტერნატივო საშუალება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერისგან განსხვავებით, NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი ნოემბერში უნდა გადაწყდეს.