მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან 0.24 თეთრით, ევროსთან კი 3.17 თეთრით გაუფასურდა

5fe1f022d6373
BM.GE
22.12.20 17:14
761
22 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა უცხოური ვალუტების უმეტესობასთან მიმართებით გაუფასურდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.24 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.2684 ლარი გახდა. 

ევროსთან მიმართებით კი, ლარი 3.17 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ახალი ოფიციალური ღირებულება 
3.9979 ლარი გახდა. 

ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან კი კურსის ცვლილებამ 7.51 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ახალი ღირებულება 4.3908 ლარს შეადგენს.