მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

The Guardian-ი: ბრიტანეთში კორონავირუსის კრიზისი 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება

5e6f8a80afb56
ნათია თაქთაქიშვილი
16.03.20 19:00
3267
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ვარაუდობს, რომ ბრიტანეთში კორონავირუსის კრიზისი 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება და საავადმყოფოში 7,9 მილიონი ადამიანი მოხვდება. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ამის შესახებ საუბარია გამოცემის მიერ მოპოვებულ საიდუმლო დოკუმენტში, რომელიც ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა შეადგინა.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტთა გათვლით, მომდევნო ერთ წელიწადში კორონავირუსით ბრიტანელების 80% დაინფიცირდება. მათივე პროგნოზით, ინფიცირებულთა 15%-ს ანუ 7,9 მილიონ ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 500 000-დან 5 მილიონამდე ადამიანი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებშია დასაქმებული, ეპიდემიის პიკის დროს ავად გახდება. ეს ეხება ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორში დასაქმებულ 1,5 მილიონ ადამიანს.

The Guardian-ის ცნობით, რომლებიც ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ შედგენილ დოკუმენტსა და სხვა ექსპერტების მოსაზრებას გაეცნენ, აცხადებენ, რომ მომდევნო 10-14 კვირაში ინფიცირებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„ეს ნიშნავს, რომ ეპიდემიის პიკი მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში იქნება და ამ დროს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სფერო მნიშვნელოვნად დაიტვირთება. ყველა ქვეყნის სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ ეპიდემიის პიკი რაც შეიძლება დიდი ხნით გადაავადონ, რათა ჯანდაცვის სფერო მომზადებული იყოს. ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ გამოჩნდეს ახალი სამკურნალო საშუალებები“, - წერს The Guardian-ი.