მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

The Guardian: საბერძნეთი კორონავირუსის შემთხვევების მატებით შეშფოთებულია

5edf4f96ecdd4
ნათია თაქთაქიშვილი
09.06.20 15:15
1903
საბერძნეთის ხელისუფლება საზღვრების გახსნამდე ერთი კვირით ადრე კორონავირუსის შემთხვევების მატებით შეშფოთებულია. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში გააკეთეს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა 97 ახალი ინფიცირებული, რომელთა უმეტესობა უცხო ქვეყნებიდან დაბრუნებული მოქალაქეა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა ორი ადამიანი. ვირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა ქსანთის რეგიონში აღრიცხეს, სადაც ვირუსი აპრილში ყველაზე ფართოდ გავრცელდა.

"ვინც ფიქრობს, რომ ვირუსი მოვიშორეთ, ცდება. უნდა ვიყოთ ფრთხილად და დავიცვათ წესები, რათა ვირუსი არ დაბრუნდეს", – განაცხადა საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოს ჰარდალიასმა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი ტურისტული სეზონის დაწყებას 15 ივნისიდან გეგმავს. ათენისა და სალონიკის ორი აეროპორტი მოგზაურებს 30 ქვეყნიდან მიიღებს. რეგიონული აეროპორტები კი მუშაობას პირველ ივლისს განაახლებენ.

9 ივნისის მონაცემებით, საბერძნეთში ამ დრომდე აღრიცხულია კორონავირუსის 3,049 შემთხვევა, გარდაცვლილია 182 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1,374 ინფიცირებული.