მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინფრასტრუქტურული პროექტების ანაზღაურება ბიუჯეტიდან რამდენიმე წელში მოხდება“ - დავითაშვილი

624ac38d13686
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.22 14:13
927
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბიზნესისთვის შეთავაზებული ინფრასტრუქტურული პროექტების ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამდენიმე წელიწადში მოხდება.

საუბარია პრემიერს მიერ თებერვალში დაანონსებულ ახალ პროგრამაზე, რომელიც სამშენებლო კომპანიებს, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განვადებით სთავაზობს. ეკონომიკის მინისტრმა, პრემიერის მსგავსად აღნიშნა, რომ ეს პროგრამა ეკონომიკის ზრდას ხელს შეუწყობს, ხოლო სამშენებლო დარგს წაახალისებს.

„ჯამში 1.5 მლრდ-დან 2 მლრდ-მდე ლარის პროექტები შეირჩა, რომელიც მიმდინარე წელს შეიძლება დაკონტრაქტდეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება ეკონომიკის ზრდისთვის და სამშენებლო სექტორის წახალისებისთვის, კონკრეტული პროექტების შეჯერებული და გავლილია საფინანსო ინსტიტუტებთან და ბანკებთან, რომ ჩვენ გვქონოდა მათი მხარდაჭერა, რომ რეალურად დაფინანსებადი იყო კერძო სექტორის მხრიდან, მათ შორის საკრედიტო რესურსებით, რადგან ჩვენ გვესმის რომ ეს არ არის ბიუჯეტში გაწერილი თანხები, სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან ანაზღაურება რამდენიმე წელში მოხდება. მაგრამ მიმდინარე წელსვე უნდა დაიწყოს მასშტაბური სამუშაოები, რაც დაკავშირებულია დასაქმებასთან“, - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ ეს პროგრამა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

„დასაქმება და შიდა რესურსების მაქსიმალურად გამოყენება ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ რეგიონში შექმნილი ეკონომიკური გამოწვევები ჩვენ შიდა რესურსების ეფექტიანად და მაქსიმალურად გამოყენებით დავძლიოთ“, - თქვა მინისტრმა.