მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე ჩხაიძის აზრით, „მწვანე პასპორტის“ რეგულაციის გავრცელების არეალი უნდა გაფართოვდეს

61a4c721935e7
ინგა მურუსიძე
29.11.21 16:51
773
1-ელი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, მწვანე სტატუსი  მიენიჭება ყველას, ვინც ორჯერადად აიცრა, კოვიდი გადაიტანა ნებისმიერ დროს ან წარადგენს PCR-ტესტი ან ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს.

იაშვილის სახელობის კლინიკის პედიატრიული განყოფილების უფროსი, ივანე ჩხაიძე ფიქრობს, რომ ეს „მწვანე პასპორტის“ მოქმედების არეალი უნდა გაფართოვდეს.

„მწვანე პასპორტის“ ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბევრი ადამიანი სწორედ იმიტომ წავიდა ვაქცინაციის ცენტრში, რომ უნდოდა თავისუფალი დაშვება იმ დაწესებულებებში, სადაც შეზღუდვა ვრცელდება, მაგრამ გვინდა, რომ "მწვანე პასპორტთან" დაკავშირებული რამდენიმე დებულება აუცილებლად გადაიხედოს (საუბარია კოვიდ-გადატანილებისთვის "მწვანე სტატუსის" მუდმივად მინიჭებაზე, რასაც მედიცინის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან) და ასევე გვაქვს სურვილი, რომ "მწვანე პასპორტების" გამოყენების არეალი გაფართოვდეს. რამდენად გაითვალისწინებენ ამას, რთული სათქმელია, თუმცა ჩვენ ეს დაგვჭირდება. დღეს მიღებული შედეგები საკმარისი არ არის, რომ ქვეყანამ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იქნება "მწვანე პასპორტების“ შემოღება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან პირბადის ტარების მაჩვენებლის უფრო მეტად გაკონტროლება.

ის მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი არეალი, სადაც შეიძლება გავრცელდეს ვირუსი, სწორედ ტრანსპორტია.

"ქვეყნების უმრავლესობაში, რომლებსაც „მწვანე პასპორტის“ მოქმედება აქვთ დაშვებული, ეს სტატუსი ტრანსპორტშიც მოქმედებს. ვფიქრობ, რომ ტრანსპორტში „მწვანე პასპორტის“ ამოქმედების ალტერნატივა შეუძლება იყოს ნიღბის ტარებაზე კონტროლის გამკაცრება. მაგალითად, შესაძლებელია, ადამიანი ავტობუსიდან ჩამოსვან, თუკი ის პირბადეს არ გაიკეთებს და ა.შ. ვფიქრობ, უფრო მეტად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, იქნება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩართული ამ სიაში", - ამბობს ის.