მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაუჯდა ბიუჯეტს ხორბლის იმპორტის და ფქვილის სუბსიდირების პროგრამა 2020-2021 წლებში?

6172acc7e01fc
ინგა მურუსიძე
22.10.21 19:35
750
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა თემატური მოკვლევა ჩაატარა - „Covid-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზე, მოთხოვნასა და რეალიზაციაზე“.

თემატურ მოკვლევაში, რომელიც bm.ge-ს კომიტეტიდან მიაწოდეს, მოცემულია ოფიციალური უწყებებიდან მიწოდებული არაერთი ინფორმაცია, მათ შორის ხორბლის სუბსიდირების პროგრამის შესახებ:

გარემოს დაცვის და სოფლის მეურენობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ აგრარული კომიტეტისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში,  2020 წლის 3 მარტიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში გაფორმდა 7 ხელშეკრულება და სუბსიდირებული პროდუქტის (ხორბალი) ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 40,000 ტონა, ხოლო გაცემული სუბსიდიის ოდენობაა 4,523,822 ლარი.

რაც შეეხება ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამას: პირველი ეტაპის ფარგლებში 2020 წლის დასაწყისიდან 31 მარტის მდგომარეობით, 6 კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განსაზღვრული სუბსიდირებული ფქვილის მოცულობამ შეადგინა 19,200 ტონა, ხოლო სუბსიდიის ჯამურმა ოდენობამ - 3,812,000 ლარი (აქედან, სუბსიდირება გაცემულია 13,817 ტონა ფქვილზე 2,740,739 ლარის ოდენობით, სუბსიდია მიიღო ექვსმა კომპანიამ);

მეორე ეტაპის ფარგლებში: 2021 წლის დასაწყისიდან 31 მარტის მდგომარეობით, 7 კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განსაზღვრული სუბსიდირებული ფქვილის მოცულობამ შეადგინა 20,000 ტონა, ხოლო სუბსიდიის ჯამურმა ოდენობამ – 5,969,500 ლარი (აქედან, სუბსიდირება გაცემულია 9,352 ტონა ფქვილზე 2,792,720 ლარის ოდენობით, სუბსიდია მიიღო ექვსმა კომპანიამ).