მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

The Moscowtimes: რუსეთი კორონავირუსის გამო ჩინეთთან საზღვრებს ჩაკეტავს

5e32c12f7b478
ნათია თაქთაქიშვილი
30.01.20 15:42
866
კორონავირუსის გავრცელების გამო, რუსეთი ჩინეთთან საზღვარს ჩაკეტავს, ასევე აუქმებს ორგანიზებულ ტურისტულ ტურებს, რომელიც ჩინეთიდან იგემებოდა. ამის შესახებ The Moscowtimes-ი იუწყება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

მოსკოვის გადაწყვეტილება რუსეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად. შორეულ აღმოსავლეთში რუსეთი ჩინეთს, იაპონიას, ჩრდილოეთ კორეას და აშშ-ს ესაზღვრება.

შეგახენებთ, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ დაუდგენელი წარმოშობის პნევმონიის გავრცელების შესახებ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს განაცხადა. ბოლო მონაცმებეით, ახალი ტიპის კორონავირუსს უკვე 170 ადამიანი ემსხვერპლა, 7 711 კი დაინფიცირებულია.