მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები 5%-ით შემცირდა

5fb279e8eafb1
ელენე გოგბერაშვილი
16.11.20 20:20
1075
Colliers International Georgia პროექტ RECOV.GE-ს ფარგლებში უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, თბილისში, 2020 წლის ოქტომბერში საცხოვრებელი უძრავი ქონების 3 117 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5%-ით ჩამორჩება.

რაც შეეხება ბაზრის ზომას, მიმოხილვის მიხედვით, 4%-იანი კლება დაფიქსირდა და 139 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ახალაშენებული ბინების პრემიუმ და მედიუმ სეგმენტები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 38% და 26%-ით ჩამორჩებიან. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს ტრანზაქციების რიცხვი 12%-ით გაიზარდა და 1,808-ს მიაღწია.

ახალაშენებული ბინების რაოდენობა 20%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი 26%-ით შემცირდა და 7,079 ერთეული შეადგინა.

Colliers აღნიშნავს, რომ 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა 24%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 666 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 27%-იანი კლება დაფიქსირდა და ბაზრის ზომა 281 მილიონი აშშ დოლარი იყო.

"2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 674 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი უმნიშვნელოდ, 1 კვ.მ-ზე მხოლოდ 2 დოლარით შემცირდა და 637 აშშ დოლარის ნიშნულზეა"- ნათქვამია მიმოხილვაში.