მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

642002916813e
შოთა ტყეშელაშვილი
26.03.23 12:26
802
სტატიაში საუბარია:
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 25.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.64% წინა კვირასთან შედარებით და -8.17% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 611 ათას აქციაზე მეტი შეადგინა. ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.24 მილიარდი ბრიტანული ფუნტი სტერლინგია.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 21.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.37% წინა კვირასთან შედარებით და - 7.89% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 240 ათას აქციაზე მეტი შეადგინა. ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.19 მილიარდი ბრიტანული ფუნტი სტერლინგია.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.22% წინა კვირასთან შედარებით და -5.52% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 262 ათას აქციაზე მეტი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 358 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

წყარო: Galt & Taggart