მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 15 262 ინფიცირებულიდან 503 მძიმე პაციენტია

5f9e612c162cf
ვიქტორია მღებრიშვილი
01.11.20 11:22
769
ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირების 15 262 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 503 მძიმე პაციენტია, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 1 ნოემბრის განახლებული სტატისტიკის მიხედვით ამ ეტაპზე არსებული აქტიური ინფიცირებული 15 262 შემთხვევიდან, 4 188 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 046, ხოლო აჭარაში - 696.

აქტიური შემთხვევებიდან მძიმე პაციენტია - 503, რომლებიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდებიან: თბილისში - 228, აჭარაში - 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 223 პირი - მათ შორის, თბილისში - 96, აჭარაში - 77.

2 204 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 068 - აჭარაში, ხოლო 826 - თბილისში. ხოლო ბინაზე მკურნალობას გადის 8 870 კოვიდ-ინფიცირებული.

საკარანტინე სივრცეში 3 007 ადამიანი იმყოფება, მათ შორის, თბილისში - 569, აჭარაში -1 430.

სულ 6-31 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 748 ადამიანი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 565 პირი, საიდანაც თბილისში არის 3 018 ადამიანი, აჭარაში - 12 748, იმერეთში - 3 927.

ცნობისთვის, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 40 727-ს, ხოლო 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 335 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.