მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ბუცხრიკიძე - მესამე ლოქდაუნი რთული დარტყმა იქნება ეკონომიკისთვის

605caeff1a518
ელენე გოგბერაშვილი
25.03.21 19:46
998
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, შესაძლო მესამე ლოქდაუნის დაწესება რთული დარტყმა იქნება ბიზნეს სექტორისთვის. შესაბამისად, ბუცხრიკიძე თვლის, რომ თუ მთავრობა სამომავლოდ დამატებითი შეზღუდვების დაწესებას განიხილავს, წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, თუ რომელ სექტორებს შეეხება ის, რომ ბიზნესი მოსალოდნელ სირთულეებს მომზადებული შეხვდეს.

„ეს ძალიან რთული იქნება ეკონომიკისთვის. სასურველია და უფრო ცხადი რომ გავხადოთ სურათი, უნდა მოხდეს განსაზღვრა, რა შემთხვევაშია ეს მოსალოდნელი. სასურველია მინიმუმ ბიზნესისთვის განისაზღვროს, რომელ ინდუსტრიებს შეეხება და რა შემთხვევაში მოხდება. რაც უფრო განსაზღვრულია, ბიზნესები მეტად მომზადებული შეხვდებიან ამ სიტუაციას. რა თქმა უნდა ეს რთული დარტყმა იქნება“-აცხადებს ბუცხრიკიძე.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების ზრდის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭოს წევრები არ გამორიცხავენ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება გახდეს საჭირო.