მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ძველი ბინების ტრანზაქციები გაიზარდა, ახლის კი შემცირდა - სექტემბრის მონაცემები

61793fb8552ab
ვიქტორია მღებრიშვილი
27.10.21 23:35
1361
თბილისში, 2021 წლის სექტემბერში საცხოვრებელი ბინების 2 997 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია, 2019 წელთან შედარებით კი 7%-ით მეტი.

Colliers Georgia-ს უძრავი ქონების ბაზრის აღდგენის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 2019 წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 138 მლნ დოლარი შეადგინა.

2021 წლის სექტემბერში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 1 980 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით ნაკლებია, ხოლო 2019-თან შედარებით 8%-ით მეტი. რაც შეეხება ძველ პროექტებს, 2020 და 2019 წლებთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა 4%-ით გაიზარდა.

მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით შემცირდა, 2019-თან შედარებით კი 13%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით 9%-ით, ხოლო 2019-თან - 7%-ით გაიზარდა.

Recov.ge-ზე გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით შემცირდა, 2019-თან შედარებით კი 11%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მედიუმ სეგმენტს 2020-თან შედარებით ტრანზაქციების რიცხვი 41%-ით, 2019-თან შედარებით კი 3%-ით გაიზარდა. პრემიუმ სეგმენტმა 2020 წელთან შედარებით 32%-იანი ზრდა, 2019 წელთან შედარებით კი 6%-იანი კლება განიცადა.