მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სჭირს ლარს? - ლაშა პაპაშვილის მოსაზრება

620bb8a3dc0b5
თელარა გელანტია
15.02.22 18:27
1466
რამდენიმეკვირიანი გამყარების ტრენდის შემდეგ, ბოლო დღეებია ლარი ისევ გაუფასურების ტალღაზე გადავიდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლართან 5.9 თეთრით, ევროსთან კი 7.5 თეთრით გაუფასურდა. შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება ხვალისთვის 3.02 ლარს შეადგენს, ხოლო ერთი ევროს ოფიციალური ფასი კი 3.43 ლარი გახდა.

რა სჭირს ლარს ანუ რამდენად დამაჯერებელი იყო თვის დასაწყისში ასეთი სწრაფი გამყარება ან დღეს ასე ნახტომისებურად, თითქმის 6 თეთრით, რატომ გაუფასურდა ეროვნულ ვალუტა? - “საქმის კურსთან“ ინტერვიუში ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ლარის რყევების გამო ტრადიციულად ისევ ეროვნული ბანკი გააკრიტიკა.

„ასე ადვილად და ერთი სიტყვით ვერ იტყვი რა სჭირს ლარს... ბევრი რამისგან არის გამოწვეული... თანმიმდევრული უნდა იყოს პოლიტიკა. ერთ დღეში ამას ვერ გააკეთებ მე ვამბობ, რომ არათანმიმდევრულია ეროვნული ბანკის პოლიტიკა და არაა შეთანხმებული ეკონომიკური ბლოკის მინისტრების ქმედებები. მათ <მინისტრებს> შორის უნდა გამოიკვეთოს ლიდერი“, - თქვა ლაშა პაპაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას - ბიზნესმენი ხომ არ ეჭვობს, რომ თებერვლის პირველ ნახევარში ლარის კურსის გამყარების ტენდენციის გამო, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების შესყიდვის პოლიტიკა განაახლა, ლაშა პაპაშვილმა პირდაპირი პასუხი არ გასცა.

„ეროვნული ბანკი უნდა იყოს თანმიმდევრული და ვერ არის... ჩვენ ოდესღაც ვამბობდით, რომ თურქეთში თუ ლირა გაუფასურდება, ლარიც უნდა მიჰყვეს, თორემ წაგვლეკავს თურქული იმპორტი; აგერ კოლაფსში არის თურქული ლირა, მაგრამ ჩვენ ვმყარდებით“, - აცხადებს ბიზნესმენი.