მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეტო აღრიცხვაში ჩართული მიკროსიმძლავრეების დადგმული სიმძლავრე წლიურად ორჯერ გაიზარდა - სემეკი

6388b18537f63
მარიამ ვარადაშვილი
01.12.22 17:56
1217
სემეკის ინფორმაციით, ნეტო-აღრიცხვის ფარგლებში განახლებადი ენერგიების გამოყენება სულ უფრო იზრდება.

2022 წელს 11 თვეში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე თითქმის 2-ჯერ გაიზარდა.

დღეისათვის, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართულია 596 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრე კი 32 მეგავატს შეადგენს. სემეკის ინფორმაციითვე, აქედან 19.5 მეგავატი ენერგოპროს, ხოლო თითქმის 13 მეგავატი თელასის ქსელშია ჩართული. როგორც BMG-ის სემეკში უთხრეს მიკროსიმძლავრის სადგურების 90%-ზე მეტი მზისაა.

ნეტო აღრიცხვა ეს არის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად (რევერსულად) აღრიცხვის პროცესი.