მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ანაზღაურებას მიიღებენ ისრაელში ლეგალურად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები?

607011ebce3dc
ანუკა ჯოხაძე
09.04.21 12:33
2279
ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ.

ისრაელში ლეგალურად სამუშაოდ წასვლას ჯამში საქართველოს 1000 მოქალაქე შეძლებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამუშაო იქნება სრული განაკვეთი, კვირაში 6 სამუშაო დღე, 42 საათი.

მათივე ცნობით, თვის დარიცხული ხელფასი კვირაში, 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით, 5300 შეკელი იქნება, რაც 2021 წლის მარტის კურსის შესაბამისად, 1600 აშშ დოლარის ეკვივალენტია.

ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით წასული საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ ვიზას, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ძალაში იქნება. ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება კი მაქსიმუმ 63 თვემდე იქნება შესაძლებელი.

საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ გაივლის.

კრიტერიუმები კი, რასაც ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველი უნდა აკმყოფილებდეს, შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://bm.ge/.../simagle-wona-ganatleba---ra.../79938/