მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად სწრაფად დასრულდება მეექვსე ტალღა? - გამყრელიძის პასუხი

61cad66d28019
ვიქტორია მღებრიშვილი
28.12.21 14:00
702
NCDC-ს დირექტორ ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ომიკრონის" შტამი შესაძლოა covid-პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ჟურნალისტის კითხვას - "ომიკრონის" სწრაფად გავრცელების გათვალისწინებით, რამდენად მალე შეიძლება დასრულდეს საქართველოში პანდემიის მეექვსე ტალღა, მაშინ როდესაც „დელტა“ შტამის პირობებში მეხუთე ტალღა საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა, ამირან გამყრელიძემ ასე უპასუხა:

„სამხრეთ აფრიკის მრუდს თუ შევხედავთ, მრუდმა თავი ქვემოთ ჩამოწია ანუ ინფიცირება სწრაფად წავიდა მაღლა და ახლა უკვე კლების ტენდენცია დაიწყო. „ომიკრონი“ შეიძლება გახდეს კოვიდ-პანდემიის დასასრულის დასაწყისი. ვაქცინირებულებს ის ბევრად იოლად გადააქვთ, არავაქცინირებულებშიც, ჯერჯერობით, მსუბუქი მიმდინარეობაა. შეიძლება ბუნებრივი იმუნიტეტით უფრო მეტმა ადამიანმა სწრაფად გადაიტანოს და ამით საერთო კუმულაციური იმუნური ფენა შეიძლება სწრაფად ჩამოყალიბდეს ქვეყანაში.

ერთ-ერთი თეორია და შეხედულებაა, რომ შეიძლება „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს, მაგრამ მარტივად ნუ შევხედავთ, რადგან ის ცუნამივითაა - დიდი რაოდენობით მოდის და შეიძლება, ჯანდაცვის სექტორზე დიდი დატვირთვა იყოს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.