მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

6143451799216
BM.GE
16.09.21 17:17
524
16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.12 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1141 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.94 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6628 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.10 თეთრით გაიზარდა და  4.3049 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 17 სექტემბრიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 8 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.