მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ რუსული მუსიკის ტრანსლირება და შესრულება აკრძალა

62af3f994f968
BM.GE
19.06.22 19:17
1189
უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს რუსული მუსიკის შესრულებას საზოგადოებრივ ადგილებში, ასევე მათ ტრანსლირებას მედიასა და ტრანსპორტში. რადას მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, კანონის თანახმად, იკრძალება რუსული მუსიკალური ნაწარმოებების, მათ შორის მუსიკალური კლიპების საჯარო შესრულება და მაუწყებლობა იმ არტისტების მიერ, რომლებსაც 1991 წლის შემდეგ ჰქონდათ ან აქვთ რუსეთის მოქალაქეობა.

ამასთანავე, კანონს ახლავს გამონაკლისიც და ის არ შეეხება იმ შემსრულებლებს, რომლებმაც დაგმეს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. იმისთვის, რათა მოხვდნენ გამონაკლისთა სიაში, ჩაატარონ გასტროლები უკრაინაში, კანონპროექტი არტისტებს ან მათ წარმომადგენლებს ავალდებულებს შესაბამისი განაცხადი წარუდგინონ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, დადგენილი ფორმით.

კანონის დარღვევის შემთხვევაში, ტელერადიოკომპანიებს მოუწევთ სალიცენზიო მოსაკრებლის 10%-იანი ჯარიმის გადახდა.