მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კასიანოვი: ველით, რომ საქართველოში ელჩის დანიშვნის პროცესი თებერვალში დასრულდება

638f1abf88bc0
ინგა მურუსიძე
06.12.22 14:35
510
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში უკრაინას ახალი ელჩი მომდევნო წლის თებერვალში ეყოლება. ამის შესახებ მან საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის საკითხი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი აქტის მომზადების ეტაპზეა, რომლის შედეგებს ჩვენ ყველა ერთად გავიგებთ უკრაინის პრეზიდენტის ღია ბრძანებიდან. ამასთან, გასათვალისწინებელია კალენდარული და ფინანსური წლის დასასრული, რაც უკრაინაში უკიდურესად მძიმე ვითარების პირობებში დამატებით დროსა და ძალისხმევას მოითხოვს შესაბამისი ღონისძიებების მოსამზადებლად. ჩვენ ველით, რომ ეს პროცესი 2023 წლის თებერვლის დასაწყისში დასრულდება“, - განაცხადა კასიანოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი გასული წლის მარტში გაიწვია. „მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – ამბობდა მაშინ ვოლოდიმირ ზელენსკი.