მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

62cc159483721
BM.GE
11.07.22 19:56
1000

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფსა“ და "კარწახში“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკების მოქალაქეების, როგორც კუთვნილი ავტომანქანების, ასევე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 10 060 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.ელეობის დარგის განვითარებას დაეხმარება.