მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

The Sunday Times- მა "ბრექსიტის" დამფინანსებელი რუსები დაასახელა

5dc91041b5779
მიხეილ ხაჩიძე
11.11.19 16:30
1352

რუსეთის მხრიდან ბრიტანეთის პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშში რუსი ბიზნესმენები მოხვდნენ. როგორც გაზეთი The Sunday Times წერს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის კომიტეტის ანგარიშში 9 რუსი ფიგურირებს, რომელთაც "კონსერვატორულ პარტიას" დიდი ოდენობით თანხები შესწირეს. დოკუმენტის თანახმად, ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებში ირიბად თუ პირდაპირ ერეოდნენ.

 


The Sunday Times-ის ცნობით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც პროცესებში აქტიურად იყო ჩართული, ალექსანდრ ტემერკოა. ЮКОС-ის  თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, სავარაუდოდ, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში "კონსერვატიულ პარტიას" 1,2 მილიონ ფუნტ-სტერლინგზე მეტი შესწირა.



ბრიტანულ პოლიტიკაში არალეგალური ჩარევის შესახებ გმოქვეყნებულ დოკუმენტში მოხვდა ასევე რუსი ბიზნესმენი ალექსანდრე ლებედევი. ეს უკანასკნელი უმსხვილესი ინვესტორია და რუსული მედიასაშუალება "ახალი გაზეთის" კერძო აქციონერია; ასევე, ფლობს გაზეთებს  - London Evening Standard-ი და Independent-ი. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მისი ვაჟი ევგენი ლებედევი ბორის ჯონსონს, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ  პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, იტალიაში თავის ვილაზე ხშირად ეპატიჟებოდა.

 

მოხსენებაში  საუბარია რუსეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის და რუსეთის სახელმწიფო განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელის  ვლადიმერ ჩერნუხინის მეუღლეზეც. ლუბოვ ჩერნუხინამ 2017 წელს იმდროინდელ ლონდონის მერ ბორის ჯონსონსა და პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონთან გოლფის სათამაშოდ £ 160,000 გადაიხადა.  ასეთი თამაშები ბრიტანეთში შემოწირულობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. ასევე მან "კონსერვატიულ პარტიას" 2018 წელს 450,000 ფუნტი (574.830 დოლარი) შესწირა.

 

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ წრეებში განცხადების გაკეთებისგან ჯერჯერობით, თავს იკავებენ. "კონსერვატიული პარტიის" პრეს-სპიკერის თქმით, ამ ეტაპზე ყველანაირი სპეკულაციისგან თავის შეკავება სჯობს.


შეგახსენებთ, რომ ბრიტანელები ახალ პარლამენტს 12 დეკემბერს ირჩევენ.  საარჩევნო კამპანიაში, რომელიც ქვეყანაში უკვე დაიწყო,  ''ლეიბორისტული პარტია'' ქვეყნის პრემიერ ჯონსოსნ მოსკოვისადმი ღრმა სიმპატიებში ადანაშაულებს.