მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სტომატოლოგიური კლინიკა დააჯარიმა

605d94764bd83
ვიქტორია მღებრიშვილი
26.03.21 12:49
1064
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში ვიდეოსათვალთვალო სისტემის მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების დარღვევის გამო, კლინიკას ჯარიმა დააკისრა.

ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, შემოწმებით დადგინდა, რომ საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით სტომატოლოგიურ კლინიკაში განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერები ვიდეომონიტორინგის პარალელურად აუდიომონიტორინგსაც ახორციელებდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დასაქმებული პირები ფლობდნენ, თუმცა ამის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების არარსებობის გამო, კლინიკის ვიზიტორები არ იყვნენ ინფორმირებულნი.

„აუდიომონიტორინგის განხორციელების მიზნად კლინიკამ მიუთითა პაციენტსა და კლინიკის თანამშრომელს შორის კონფლიქტის ან გაუგებრობის არსებობის შემთხვევაში რეალური გარემოებების დადგენა.

ვინაიდან 24 საათიანი აუდიომონიტორინგი განაპირობებდა კლინიკაში დასაქმებულ პირებსა და ვიზიტორებს შორის განხორციელებული ნებისმიერი შინაარსის - სამსახურებრივი თუ არასამსახურებრივი - საუბრების კონტროლის შესაძლებლობას, ამასთან, კლინიკაში მუშავდებოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ გაიზიარა კლინიკის ზემოაღნიშნული არგუმენტაცია, აუდიომონიტორინგი არ მიიჩნია დასახელებული მიზნის მიღწევის ადეკვატურ და პროპორციულ საშუალებად და განმარტა, რომ პაციენტსა და კლინიკის თანამშრომელს შორის კონფლიქტი უნდა გადაწყვეტილიყო ადამიანის უფლებების ნაკლებ შემზღუდავი გზით (მაგალითად, სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოებით)“, - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, ისიც კლინიკას მონაცემთა დასაცავად სათანადო უსაფრთხოების ზომები არ ჰქონდა მიღებული. ვიდეოჩანაწერების შემნახველ მოწყობილობასთან წვდომა პაროლის გარეშე შეიძლებლობა, რამდენიმე პირი სარგებლობდა ერთი მომხმარებლის სახელით და მოწყობილობა სრულად არ აღრიცხავდა მონაცემთა მიმართ შესრულებულ მოქმედებებს (ვინ შევიდა სისტემაში, ვინ დაათვალიერა და მოუსმინა ჩანაწერებს, ვინ გადმოწერა იგი და ა.შ.), რაც მონაცემთა უკანონო გასაჯაროების ან სხვაგვარად დამუშავების საფრთხეს ქმნიდა და ჩანაწერებზე არაკანონიერი წვდომის შემთხვევაში დამრღვევი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ართულებდა.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 46-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის კლინიკას დააკისრა ჯარიმა. ამავდროულად, დაავალა აუდიომონიტორინგის შეწყვეტა და ვიდეოთვალთვალის სისტემაში ჩანაწერების უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ზომების მიღება“, - ამბობენ უწყებაში.

ცნობისთვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლი გულისხმობს მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა გაფრთხილებას ან 500 ლარით დაჯარიმებას, გამო და 46-ე მუხლი მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო გაფრთხილებას ან 500 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.