მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადადგომის საჭიროებას ვერ ვხედავ... ეს „ლელოს“ გადასაწყვეტი ნამდვილად არაა - ტიკარაძე

603d1154de33d
თელარა გელანტია
01.03.21 20:05
999
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგომის საჭიროებას ვერ ხედავს.

ასე პასუხობს ეკატერინე ტიკარაძე პარტია „ლელოს“, რომლის ლიდერებმაც დღეს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს და მთავარ მიზეზად დაგვიანებულ ვაქცინაციას და პანდემიის ცუდად მართვას ასახელებენ.

„გადადგომის საჭიროებას, დღესდღეობით, ვერ ვხედავ. გარდა იმისა, რომ ვმართავ პანდემიას, არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ დაგეგმილი მაქვს არაერთი რეფორმის განხორციელება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, განვახორციელებ და ვთვლი, რომ „ლელოს“ გადასაწყვეტი ნამდვილად არაა, გადადგება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე, - განაცხადა მინისტრმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.