მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - 10 ოქტომბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი

5f805d9c811ef
ელენე გოგბერაშვილი
09.10.20 17:01
1380

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 3.2172 ლარამდე გამყარდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2233 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0,0061 თეთრი შეადგინა.

ამასთან ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში. ხვალისთვის 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7966 ლარი იქნება, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7919 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0,0047 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან შევა ძალაში.

 

შეგახსენებთ, დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. შედეგად საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2168 შეადგინა.

ეს ლარის გაუფასურების შესარბილებლად ეროვნული ბანკის მხრიდან წელს რიგით მე-16 სავალუტო ინტერვენციაა. ჯამში სებ-მა სავალუტო აუქციონზე 500 მლნ დოლარი გაყიდა.