მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში იანვარ-თებერვალში თხევადი გაზის იმპორტი განახევრდა

605c595d95f9b
BM.GE
26.03.21 09:00
869
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 6,0 ათასი ტონა, რაც 6,4 ათასი ტონით ანუ 51,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12,4 ათასი ტონა) შედარებით.

ამასთან, 2021 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის 68,3% (4,1 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 13,3% (0,8 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 10% (0,6 ათასი ტონა) - იტალიიდან; 8,3% (0,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან.

2021 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 5,2 ათასი ტონა, რაც 2,5 ათასი ტონით ანუ 32,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (7,7 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 84,6% (4,4 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე, 15,4% (0,8 ათასი ტონა) - ერაყზე.

2021 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 4,4 ათასი ტონა, რაც 4,4 ათასი ტონით ანუ 50%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (8,8 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, იმპორტის 93,2% (4,1 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

იმპორტის შემცირება ძირითადად განპირობებულია COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე.