მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3%-ზე ნაკლებით გაიზრდება - კრისტალინა გეორგიევა

642151c553353
გიორგი არონია
27.03.23 12:48
586

მსოფლიო სავალუტო ფონდის ვარაუდით, მიმდინარე წელს გლობალური ეკონომიკა 3%-ზე ნაკლებით გაიზრდება, - ამის შესახებ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ “ჩინეთის განვითარების ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენი ვარაუდით, 2023 წელი ასევე რთული იქნება, ხოლო გლობალური ზრდის მაჩვენებელი 3%-ზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდება, რასაც პანდემიისგან დანატოვარი ნაიარევები, უკრაინაში მიმდინარე ომი და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგები განაპირობებს. მომავალი წლისთვის გაუმჯობესებული ხედვის მიუხედავად, გლობალური ზრდის მაჩვენებელი 3.8%-იან ისტორიულ საშუალოზე დაბალი იქნება”, - განაცხადა გეორგიევამ.

მისივე თქმით, მსოფლიოში კვლავაც მაღალია გაურკვევლობის დონე, რასაც, უმეტესწილად, პოტენციური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ფრაგმენტაცია განაპირობებს, რომელმაც, კრისტალინა გეორგიევას თქმით, შესაძლოა, მსოფლიო რამდენიმე ბლოკად დაყოს.