მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით ეკონომიკაში რამდენიმე მლრდ-ს ჩავუშვებთ"

6033d0eba5412
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.21 20:02
704
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ბიზნესის წახალისებასთან დაკავშირებით, მთავრობა 100 დღის განმავლობაში კონკრეტული გეგმებით წარსდგება.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკის სხვადასხვა რეალურ დარგებში სახელმწიფოს და ბიზნესს რამდენიმე მლრდ ლარის ინვესტირება შეუძლიათ. 

„მიმაჩნია, რომ ახლა პანდემიურ პირობებში ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეხიდოთ ბიზნესს და არ უნდა შევშინდეთ. უნდა ვიყოთ გაბედულები. სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით ჩვენ ძალიან დიდი რესურსის მობილიზებას შევძლებთ. წინასწარ არ მინდა ვთქვა, მაგრამ რამდენიმე მლრდ ლარის აკუმილირება შეგვიძლია მოვახდინოთ და ჩავუშვათ პირდაპირ ეკონომიკაში და რეალურ დარგებში. ამას სახელმწიფო მარტო ვერ გააკეთებს. ჩვენ გვჭირდება კერძო სექტორის თანამონაწილეობა და მათი რესურსის გამოყენება, ასევე, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.