მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"50 პაციენტი კრიტიკულად მძიმედაა" - 13 ოქტომბრის covid-გეოგრაფია

5f855df318220
ინგა მურუსიძე
13.10.20 12:00
1157
"კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა კვლავ აჭარაშია", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქტიური შემთხვევაა 5974 და მათგან 50 პაციენტი - კრიტიკულად მძიმეა, 7 - გადმოყვანილია აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, ხოლო 1 - ცხინვალის რეგიონიდან.

„569 ახალი ინფიცირებულიდან ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ აჭარაშია - იქ 207 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თბილისში - 168, იმერეთში - 117, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 24, ქვემო ქართლში - 7, შიდა ქართლში - 25, გურიაში - 8, მცხეთა მთიანეთში - 5, კახეთში - 5 და სამცხე -ჯავახეთში 3“, - განაცხადა ენდელაძემ.

ინფექციონისტის ინფორმაციით,  დღეს გარდაცვლილი 9 მოქალაქიდან, 5 აჭარიდანაა და ყველა მათგანი მძიმედ იყო, ხოლო დანარჩენებზე ინფორმაციას არ ფლობს.

13 ოქტომბრის covid-სტატისტიკა: ინფიცირების - 569 და გამოჯანმრთელების 329 შემთხვევა