მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Theneo-ს გამარჯვებით ქართული სტარტაპეკოსისტემა ბედნიერი უნდა იყოს - ქურდიანი

6368cbac98602
ვიქტორია მღებრიშვილი
07.11.22 18:40
523
თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკოლოზ ქურდიანის შეფასებით, ლისაბონში გამართულ საერთაშორისო Web Summit-ზე Theneo-ს გამარჯვებით მთელი ქართული სტარტაპეკოსისტემისთვის ბედნიერი უნდა იყოს. ამის შესახებ მან „საქმიან დილაში“ საკითხის შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენთანაც შეიძლება ქართველმა გოგომ უზარმაზარი კონკურსი მოიგოს, რომელსაც 7 000 დელეგატი ესწრებოდა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი შესაძლებელია, ამას სჭირდება დიდი შრომა, ძალიან მაღალი დონის ცნობისმოყვარეობა და ინფორმირებულობა, რომლის გარეშეც არაფერი გამოდის. ამერიკაში დააფუძნებ კომპანიას თუ გრენლანდიაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია გინდოდეს საქმის კეთება და მოწოდება გქონდეს, რომ იყო პროდუქტიული ადამიანი.

„ამ ფაქტს სტარტაპ სისტემის ყველა ფასილიტატორისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იქნება ეს თიბისი სტარტაპერის აპლიკაციების კონკურსი, GITA-ს პროექტები, თუ „აწარმოე საქართველოს“ პროექტები. მთელი სტარტაპეკოსისტემა უნდა იყოს ბედნიერი, რომ საქართველოში შექმნილ პროდუქტს გლობალური მასშტაბის პერსპექტივა აქვს.

რას საქმიანობს კომპანია Theneo, რომელმაც Web Summit-ის პრესტიჟულ კონკურსში გაიმარჯვა?