მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წიაღის ეროვნულ სააგენტოს სახელი ეცვლება

61b70c5b73100
შოთა ტყეშელაშვილი
13.12.21 13:10
670
პარლამენტი განიხილავს მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომლითაც ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ წიაღის ეროვნულ სააგენტოს სახელი შეეცვლება. უწყების ახალი სახელი იქნება სსიპ “მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო” - ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, სახელის ცვლილება არ იქნება დაკავშირებული უწყების მიერ სხვა ფუნქციების შეთავსებასთან და კორექტირება მხოლოდ სსიპ-ის სახელს შეეხება.

საკანონმდებლო ცვლილების განმარტებითი ბარათის მიხედვით, სახელის შეცვლისთვის საჭირო რებრენდინგს უწყება საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსებს.

“კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.

ამასთან, სახელწოდების ცვლილების ფარგლებში განახლდება სააგენტოს რეკვიზიტები - ლოგო, სავიზიტო ბარათები, ყოველდღიურ საქმიანობაში გამოსაყენებელი სხვა ატრიბუტიკა (ბრენდირებული ბლოკნოტები, სპეც. ტანსაცმელი, სამსახურებრივი საშვები და ა.შ.). აღნიშნულისთვის დამატებითი ხარჯების გამოყოფა არ იქნება საჭირო, სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს საკუთარი შემოსავლების ფარგლებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული ატრიბუტიკის ნაწილი ყოველწლიურად/ანდა გარკვეული პერიოდულობით (ბლოკნოტები, სავიზიტო ბარათები, კალენდრები და ა.შ.) ისედაც განახლებადია, შესაბამისად, ხარჯების გაზრდა ამ კუთხითაც არ არის მოსალოდნელი და ღონისძიებების დაფინანსება მოხდება მიზნობრივად ამ შინაარსის ღონისძიებებისთვის განსაზღვრული ხარჯებიდან,” - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

წიაღის ეროვნული სააგენტო ქვეყანაში მინერალური რესურსების ლიცენზიების გაცემით და ქვეყნის გეოლოგიური რესურსების შესწავლა/აღრიცხვით არის დაკავებული.

სააგენტოს მიმდინარე წლიდან ოთარ დანელია ხელმძღვანელობს, რომელიც იქამდე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო.