მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო ელექტროსიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა

6135b0d52e141
BM.GE
06.09.21 10:09
590
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, შემდგომი გასაღების მიზნით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით ახორციელებდა HQD-ს დასახელების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ელექტროსიგარეტის შენახვა-გადაზიდვას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 1 596 ერთეული უაქციზო ელექტროსიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 47 880 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.