მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სინერჯი“ ხორცის ბაზარზე - რას გეგმავს „ანტრეკოტის“ ბაზაზე

61448eb268095
ვიქტორია მღებრიშვილი
17.09.21 17:23
856
Statista-ს მონაცემებით, ორგანული ხორცის გლობალური ბაზარი მზარდია - 2023 წლამდე 20.39 აშშ მილიარდ დოლარამდე გაიზრდება (CAGR 8.6%).

ამასთან, FAO და OECD კვლევების მიხედვით, იზრდება იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომელთათვისაც გამოყენებული ხორცის ხარისხსა და წარმომავლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. და რაც უფრო იზრდება საზოგადოებრივი კეთილდღეობა და მეტად ზრუნავენ ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობასა და ჯანსაღ კვებაზე, მით მეტ ყურადღებას უთმობენ ამ საკითხსაც.

საქართველოში ხორცის საშუალო წლიური მოხმარება 1 სულ მოსახლეზე 2019 წელს იყო 36კგ (CAGR 4.7%), რაც ჩამორჩება მსოფლიოს და მათ შორის 2-ჯერ ჩამორჩება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს.



წყარო: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია - FAO


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მსგავს ქვეყნებში ხორცის მოხმარების ზრდა პირდაპირ პროპორციულ დამოკიდებულებაშია მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის ზრდასთან. ე.წ. საშუალო ფენის წილი მთლიან მოსახლეობაში საქართველოში ყოველწლიურად მზარდია: ბოლო 10 წელში მათი წილი გაორმაგებულია (საოჯახო მეურნეობები, რომელთა შემოსავალი 1 სულზე დღიურად 10-20 აშშ დოლარის ფარგლებშია, 2010-2017 წლებში 11%-იდან 25%-მდე გაიზარდა. წყარო: Friedrich Ebert Stiftung).

მოსალოდნელია, რომ საქართველოში ხორცის მოხმარება ზრდის ტენდენციით გაგრძელდება და მიუახლოვდება აღმოსავლეთ ევროპის საშუალო მაჩვენებელს, რაც საშუალოდ 1 სულ მოსახლეზე წლიურად 72კგ.

საქართველოში ხორცის ბაზრის გაყიდვის სტრუქტურა ასეთია - ნაწილი მოდის დიდ ქსელურ მარკეტებზე (აგროჰაბი, გუდვილი, ნიკორა და სხვ.), მცირე ნაწილი რამდენიმე სპეციალიზებულ ხორცის მაღაზიებზე და დიდი ნაწილი ჯერ კვლავ არაორგანიზებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე, ასევე კერძო საუბნო ხორცის მაღაზიებზე მოდის.

საინტერესო ცვლილებაა საქართველოში ბოლო პერიოდში სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო საქონელის (FMCG) სექტორში - მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ქსელური მარკეტების გაყიდვების წილი მთლიან გაყიდვებში. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, ე.წ. ქსელური მარკეტების რეალიზაციის წილი FMCG სექტორში 2016 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში გაორმაგდა და 36%-ს მიაღწია (3მლრდ 325მლნ ლარი, დღგ-ს ჩათვლით), 2022 წლისთვის ეს მაჩვენებელი 40%-ს მიაღწევს.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანები სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას ორგანიზებულ მარკეტებში შეიძინონ პროდუქცია. ეს ქცევა განსაკუთრებით ეხება სენსიტიურ პროდუქტებს, სადაც ხარისხთან და მის წარმომავლობასთან დაკავშირებით მეტი რისკი არსებობს.

სინერჯი ხორცის და მისგან წარმოებული ხორცპროდუქტების მაღაზია „ანტრეკოტის“ ბაზაზე იკავებს ბაზარზე არსებულ ორგანიზებული ხორცის საუბნო მაღაზიების ნიშას.

ამ სტრატეგიის მთავრი ღერძი დგას ერთი მხრივ „ანტრეკოტის“ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაზე, სადაც ხორცის შერჩევის უნიკალურ მიდგომას იყენებს კომპანია, რომ მუდმივად ახალი და ჯანსაღი ხორცი ჰქონდეს. ამასთან ნახევარფაბრიკატები ამ პროცედურით შერჩეული ხორცისგან იქნება დამზადებული, რაც ნდობას ხორცპროდუქტების მიმართ კიდევ უფრო ზრდის.

მეორე მხრივ, საუბნო კონცეფცია საშუალებას აძლევს კომპანიას, უფრო ახლოს მივიდეს მომხმარებელთან, უფრო მორგებული იყოს კონკრეტული უბნების სოციალურ დონეზე და მოთხოვნებზე და მათთვის უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გახადოს შეძენა.

ამ კონცეფციის მაღაზია „ანტრეკოტს“ უკვე აქვს ფალიაშვილის 82-ში. შემოდგომაზე კიდევ ერთი მაღაზია დაემატება საბურთალოს ტერიტორიაზე და ჯამში მინიმუმ 10 მსგავსი ფორმატის მაღაზიას გახსნის.
(NS)