2021 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიები ჯამურად ზარალის ნაცვლად, მოგებაზე გავიდნენ - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. შედეგად, ხუთწლიანი გადაბმული ზარალის შემდეგ, ეს ორგანიზაციები პლიუსში გავიდნენ.
სამინისტროს მიერ მომზადებული ფისკალური რისკების ანალიზის თანახმად, 2021 წელს 147 სახელმწიფო კომპანიის ჯამური მოგება 537 მილიონი ლარი იყო. შედარებისთვის, 2020 წელს მათი ზარალი 1 მილიარდ ლარს აჭარბებდა, ჯამურად 2015-2020 წლებში კი დაგროვილი ზარალი 4.1 მილიარდ ლარს შეადგენდა.
უფრო დეტალურად ზარალები ასე ნაწილდებოდა:
• 2015 წელი -786 მილიონის ზარალი
• 2016 წელი -535 მილიონის ზარალი
• 2017 წელი -732 მილიონის ზარალი
• 2018 წელი -816 მილიონის ზარალი
• 2019 წელი -237 მილიონის ზარალი
• 2020 წელი -1,075 მილიონის ზარალი
• 2021 წელი 537 მილიონის მოგება
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წელს ჯამური მოგება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი სახელმწიფო კომპანიების შემოსავლების 19%-იანი ზრდა იყო, რის შედეგადაც მთლიანად სექტორმა მოგებაზე გასვლა შეძლო.
ასევე დადებითი როლი შეასრულა იმ ფაქტმაც, რომ საქართველოს რკინიგზა 2021 წელს ზარალის ნაცვლად 53-მილიონიან მოგებაზე გავიდა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის მოგება 137.6 მილიონი ლარი იყო, სახელმწიფო ელექტროსისტემის მოგება 235 მლნ, ესკოს მოგება 7 მლნ იყო, სახელმწიფო ფოსტის მოგება 32 მილიონს შეადგენდა, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მოგება 25 მლნ ლარი იყო, ენგურჰესის მოგება 42 მლნ ლარი, წყალმომარაგების კომპანიის მოგება 37 მლნ, საქრუსენერგოს მოგება კი 14 მილიონი ლარი იყო.
173 მილიონიან ზარალზეა თბილისის სატრანსპორტო კომპანია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება