“საქართველოს ბანკი”, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების, აღმოჩენების მხარდამჭერია.
ბანკის გენერალური პარტნიორობით დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოროზმანში იმ ტერიტორიის შესწავლა გაგრძელდება, სადაც ჰომინიდების (პირველყოფილი ადამიანების) გავრცელების ახალი კერა გამოვლინდა. უნიკალური აღმოჩენა 1.8 მილიონი წლით თარიღდება, აღმოჩენილი არტეფაქტები კი ჰომინიდების ახალი ნიშანწყალია საქართველოში.
ექსპედიციის შედეგად, ამ დროისთვის უკვე აღმოჩენილია 30-ზე მეტი არტეფაქტი, განამარხებული ცხოველები და იარაღები, რომლებსაც პრეისტორიული ადამიანი ნადირობისთვის, თუ საკვების დასამუშავებლად იყენებდა.
„ეს აღმოჩენა მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჰომო ერექტუსები უფრო ფართოდ და უფრო დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ განსახლებული, ვიდრე აქამდე გვეგონა. რაც ბევრ რამეს ცვლის. დღეს უკვე შეგვიძლია აღმოჩენის მნიშვნელობაზე იმ არტეფაქტებზე დაყრდნობით ვისაუბროთ, რომლებიც უკვე ნაპოვნია. ეს ძეგლი აღარ არის საქართველოს საკუთრება, ის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლია. ოროზმანის აღმოჩენა არათუ უბრალოდ არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც წარსულის რაღაც მომენტზე ჰყვება, ის ადამიანის წინარე სახეობის აფრიკიდან გამოსვლასა და განსახლებაზე მოგვითხრობს. წინასწარი ვარაუდით, აღმოჩენა 1.77-1.84 მილიონი წლით თარიღდება. ეს დროის იგივე პერიოდია, რომელსაც დმანისის უფრო ადრინდელი „გმირები“ ზეზვა და მზია მიეკუთვნებიან ", - ამბობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელი გიორგი ბიძინაშვილი.
"მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოსა და მსოფლიოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ აღმოჩენაში, რომელიც მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა. ოროზმანის ექსპედიცია დიდ სამეცნიერო ინტერესს იწვევს ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს შორის, რადგან უძველესი ადამიანის ახალ კერას წარმოადგენს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მკვლევარების ჯგუფი, რომელმაც ოროზმანის არქეოლოგიურ ლოკაციაზე ეს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გააკეთა, გააგრძელებს ადამიანის ევოლუციის ისტორიის შესწავლას. ვართ ამაყები, რომ ვიღებთ მონაწილეობას საქმეში, რომელიც საქართველოს მსოფლიო რუკაზე მონიშნავს, როგორც ძალიან საინტერესო არქეოლოგიური აღმოჩენების ქვეყანას“, - განაცხადა “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი